Description
ტექნიკური ინფორმაცია
https://ecopentri.ge/wp-content/uploads/2025/11/EcoPentri_335x215mm-1-2.pdf
პროდუქტის აღწერა
ადჰეზიის უნარისა და მაღალი დაფარვის მქონე, წყალდისპერსიული სპეციალური საგრუნტავი საღებავი მზიდუნარიანი მინერალური ზედაპირებისათვის. გარე და შიდა სამუშაოებისთვის.
გამოყენების სფეროები
გამოიყენება ადჰეზიის გასაძლიერებლად ზედაპირსა და სინთეტიკური/სილიკონის ფისის ბაზაზე დამზადებულ, სილიკატის დისპერსიულ, მინერალურ და ფერად ქვანარევ ბათქაშებს შორის.
თვისებები
ძლიერი დაცვა კლიმატური ზემოქმედებისადმი, ჰიდროფობური, მაღალი დაფარვის უნარი, ეკოლოგიურად სუფთა, სუსტი არომატის მქონე.
მასალის შემკვრელი
სინთეტიკური მასალის დისპერსია, DIN 55945 სტანდარტის შესაბამისად.
შეფუთვა
8, 16 და 25 კგ.
ფერი
თეთრი. შესაძლებელია შეფერადება NCS-ის ფერთა კოლექციის ფარგლებში.
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ, ყინვისაგან დაცულ ადგილას.
ტექნიკური პარამეტრები
სიმკვრივე: დაახლ. 1,6 კგ/სმ³.
ხარჯი
დაახლოებით 250–350 გ/მ², ზედაპირის სტრუქტურისა და დატანის მეთოდიდან გამომდინარე.
გამოყენების პირობები
მინიმალური ტემპერატურა გამოყენებისა და შრობის პროცესში: +5°C.
შრობის დრო
+20°C ტემპერატურასა და 65% ტენიანობაზე ზედაპირი მზადაა 12 საათში.
ხელსაწყოების წმენდა
დატანის შემდეგ გაირეცხოს წყლით.
გათხელება
მხოლოდ წყლით.
უსაფრთხოების ნორმები
მოარიდეთ ბავშვებს! არ ჭამოთ, არ დალიოთ და არ მოწიოთ ამ პროდუქტით მუშაობისას. თვალში ან კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ მოიბანეთ წყლით.
უტილიზაცია
ცარიელი შეფუთვა ჩააბარეთ გადამუშავების პუნქტში.
VOC
პროდუქტის კატეგორია (A/c): მაქს. 1 გ/ლ VOC.
შენიშვნა
Putzgrund 77 არ შეიძლება გამოყენებულ იქნას წყლით დატვირთულ ჰორიზონტალურ ზედაპირებზე.
