Ceiling Paint – ჭერის საღებავი

Ceiling Paint – ჭერის საღებავი


თეთრი წყალდისპერსიული საღებავი ჭერის შესაღებად


Description

თვისებები:

გამოირჩევა მაღალი დაფარვის უნარით. მოიხმარება გამხსნელის გარეშე.

შემადგენლობაში შედის დისპერსია, წყალი, პიგმენტი და დანამატი.

პროდუქტში ტყვიის შემცველობა არ აღემატება 90ppm-ს (0009%)

ზედაპირის მომზადება:

ზედაპირი უნდა იყოს სუფთა. მშრალი და თავისუფალი მტვრის ნაწილაკებისგან. ძლიერი შემწოვი ქვიშის და ცარცის ზედაპირი წინასწარ დაამუშავეთ ღრმად შეწოვადი დასის გრუნტით.

გამოყენების წესი:

საღებავი შეიძლება დაიტანოთ გორგოლაჭით, ფუნჯით ან გამაფრქვევლით. პირველი საგრუნტავი პირის დასატანად დასის თეთრი ჭერის საღებავი შეიძლება გააზავოთ 10% წყალში. პირველი პირის გაშრობის შემდეგ, მეორე პირი დაიტანება გაუზავებლად გორგოლაჭით. მოხმარების შემდგომ ინსტრუმენტი გარეცხეთ წყლით.

არ შეღებოთ +5C ტემპერატურის ქვემოთ!

ხარჯი:

ზედაპირის გათვალისწინებით, 1ლ. = 6-8 კვ.მ

შენახვის ვადა და პირობები:

შეინახეთ გრილ, მაგრამ ყინვისგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა – 24 თვე დამზადების დღიდან.

Cart

No products in the cart.