Description
თვისებები:
უნარჩუნებს ზედაპირის სიმშრალეს, ხელს უშლის დაბინძურებას, სოკოებისა და ხავსის ზრდას, უძლებს დაშლილ მარილებს და ხელს უშლის ბეტონის ზედაპირის დაფშვნას, უზლებს ულტრაიისფერ სხივებს და ტუტეებს, ამცირებს კედლების სინესტეს, კირისა და ჟანგის ჩამოდენას, ხელს უშლის ქიმიურ კოროზიას, რომელიც გამოწვეულია მჟავური გაზებით, ხელს უშლის ბეტონის დაზიანებას კოროზიის გამო.
გამოყენების სფეროები:
შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბათქაშზე, ბეტონზე, გაზო-ბეტონზე, აგურზე, ქვასა და სხვა.
გამოყენების წესი:
ზედაპირი უნდა გასუფთავდეს მტვრისაგან, ჭუჭყისა და ზეთისგან. ზედაპირი უნდა იყოს მშრალი. დაიტენაბა რბილი ფუნჯით ან სპრეით.
რეკომენდირებულია 2-3 ფენის გამოყენება.
წასმის დროს არ უნდა დაველოდოთ სრულ შრობას, რადგან გაგვიჭირდება შემდგომი ფენის დატანა ე.ი. კარგად უნდა გაიჟღინთოს კედელი წასმის დროს. გარემოსა და წასასმელი ზედაპირის ტემპერატურა უნდა იყოს +10C-დან +30C შორის. წასმის შემდგომ ხელსაწყოები უნდა გასუფთავდეს წყლით.
გაზავება:
არ საჭიროებს გაზავებას. მზადაა გამოსაყენებლად.
შრობის დრო:
ნორმალურ პირობებში წვიმისას უძლებს წასმიდან 4 საათის განმავლობაში.
მოხმარება:
200-400 ლ. კვ.მ. 1 ფენის წასმის შემთხვევაში. ზედაპირის სისწორის და შეწოვის უნარის გათვალისწინებით.
შენახვის ვადა და პირობები:
ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში გრილ და განიავებად ადგილას 12 თვე.
უსაფრთხოება:
მოარიდეთ ბავშვებს. ჩაიცვით შესაფერისი ხელთამანი. მოარიდეთ კანთან/თვალთან/პირთან კონტაქტს. ზემოთჩამოთვლილი კონტაქტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

